დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო რუსებისთვის საუკეთესო ზამთრის კურორტების სამეულში მოხვდა
2015/11/30 10:16:19

რუსულმა ტურისტულმა ონლაინ სააგენტომ „ტრიპსტა“რუს ტურისტებს შორის პოპულარული ზამთრის კურორტების რეიტინგი გამოაქვეყნა. 


რეიტინგში მესამე პოზიცია, გერმანიასთან ერთად, საქართველოს ერგო. რეიტინგის თანახმად, ზამთრის არდადეგების პერიოდში საქართველოში  რუსი ტურისტები წელს სულ მცირე 7 დღით მაინც გეგმავენ დარჩენას, ხოლო გერმანიაში 9 დღის გატარებას აპირებენ. 


აღსანიშნავია, რომ გასული წლის რეიტინგში საქართველო პირველ ათეულში ვერ მოხვდა. 

ამ ზამთარს ყველზე მეტი რუსი ტურისტი არდადეგების გატარებას ტაილანდში გეგმავს მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით ტაილანდში ავიაბილეთები 24%-ით გაძვირდა. რეიტინგში მეორე ადგილი ბულგარეთს ერგო, სადაც რუსი ტურისტები დაახლოებით 12 დღით გეგმავენ დარჩენას. 

 

წყარო:  http://www.bpn.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8167
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია