დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საგადასახადო კოდექსი ჯერ კიდევ დასახვეწია
2013/02/20 13:44:28

ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე ქუთაისელ მეწარმეებს შეხვდა და მიმდინარე წლიდან, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები დეტალურად გააცნო. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საკონტროლო სალარო აპარატების გამოუყენtბლობის, ზედნადების გამოუწერლობისა და გადასახადის დაგვიანებით გადახდისას გამოწერილი ჯარიმები მნიშვნელოვნად შემცირდა.

დავით ებრალიძის განცხადებით, შეიქმნა დავების საბჭო, რომელიც განიხილავს მეწარმეებთან დაკავშირებულ ყველა სარჩელს, მიღებული გადაწყვეტილებები კი დავების საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება (mof.ge). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა მეწარმეთა მიერ ჩადენილი ერთი სახის კანონდარღვევისას საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ერთმანეთის იდენტური იქნება, რათა ამით თავიდან იქნას აცილებული მეწარმეთა უკმაყოფილება და შერჩევითი სამართალი.

შეხვედარა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ქუთაისელმა მეწარმეებმა თავიან პრობლემებსა და საგადასახადო კანონში არსებულ რამდენიმე უზუსტობაზე გაამახვილეს ყურადღება. მაგალითად, მომხმარებელთა სიმრავლის გამო ჩეკის დაგვიანებით გამოწერისას დაწესებულ ჯარიმასა და დღის განმავლობაში ერთიდაიგივე სახის დარღვევაზე ერთიდაიგივე მაღაზიისათვის ორი ჯარიმის გამოწერა, რაზედაც მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ კოდექსშიYრამდენიმე პუნქტი ჯერ კიდევ დასახვეწია.

შეხვედრაზე "prive" სერვისის პრეზენტაცია გაიმართა, რაც „პირადი მრჩევლის სამმართველოს“ გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმეს საშუალება აქვს გაურკვევლობისა და დარღვევების დროს ისარგებლოს სამმართველო ბაზაზე არსებული ნებისმიერი პირადი მრჩევლის მომსახურეობით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1720
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია