დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
უკრაინის დელეგაცია ქუთაისს სტუმრობს
2012/11/28 12:57:04

ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 27 ნოემბერს უკრაინის ვინიცის ოლქის დელეგაცია ქუთაისის არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე და მიღწეულ შედეგებზე დისკუსიის გამართვა იყო.

„საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით და ინიციატივით იმყოფება უკრაინის ვინიცის ოლქის 24-კაციანი დელეგაცია, რომელშიც შედიან როგორც ოლქის, ასევე ქალაქის წარმომადგენლები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებიდან, ჟურნალისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, იმართება შეხვედრები სხვადასხვა ქალაქებში. მათი ძირითადი ინტერესი საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებია. მათ სურთ, გაეცნონ საქართველოს მაგალითს კორუფციის დამარცხების კუთხით. დღეს ძალიან ბევრი საინტერესო შეკითხვა დაისვა იმ რეფორმებზე, რაც იყო გუშინ, რაც იგეგმება სამომავლოდ და იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს საქართველოში. ასე რომ, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო.“ - განაცხადა ჩვენთან საუბარისას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ თოფურიძემ.

უკრაინულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს ვიზიტები სახელმწიფო სამთავრობო სტრუქტურებში, მათ შორის - პარლამენტში, მთავრობის სახლში და იუსტიციის სახლში. სტუმრების ინტერესებში შედის ახალი მშენებლობები ქალაქში და ასევე მომავალი  გეგმები.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია