დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მაღაზიებში პროდუქტთა დიდი ნაწილი უვარგისია
2013/02/13 12:54:35

ვინ აგებს პასუხს უვარგის პროდუქციაზე?

დღეს მომხმარებელთა ასოციაცია „ეტეკის“ თავმჯდომარე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და იმ კვლევის შედეგი გააცნო, რომელსაც ასოციაცია ერთი თვის განმავლობაში იმერეთის რეგიონში აწარმოებდა.                                

კვლევის მიზანი სასურსათო მაღაზიებში შეტანილი პროდუქციის ვარგისიანობის შემოწმება იყო. ამ დროისათვის იმერეთის რეგიონში არსებულ მაღაზიათა დაახლოებით 30-40% შემოწმდა. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი, ამირან შენგელია ამბობს, კვლევის შედეგი საგანგაშოა, ვინაიდან მაღაზიებში არსებულ პროდუქტთა დიდი ნაწილი უვარგისია, არ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს, დარღვეულია (ზოგიერთ პროდუქციაზე სპეციასლურად არის წაშლილი) მოხმარების ვადები.

ასოციაციამ განცხადებით მიმართა პარლამენტს, რომელშიც ითხოვს კანონის შემუშავებს, რომლის ამოქმედების შემდეგ აღმოჩენილ დარღვევებზე სანქციები დაწესდება. მაისის თვიდან კი გამოქვეყნდება იმ მაღაზიების და პროდუქციის სახელები, რომლებიც, გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ დაარღვევენ მომხმარებელთა უფლებებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1788
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია