დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გეგმა „ბ“ – „ვერაფერს ვერ იზამენ, აბსოლუტურად ვაკონტროლებთ სიტუაციას...“
2013/02/05 15:37:18

არსებობს თუ არა „გეგმა ბ“ იმ შემთხვევისთვის, თუ დეპუტატების საკმარისი რაოდენობა მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს? – ამ კითხვას ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა. ივანიშვილს იმედი აქვს, რომ უმცირესობის წევრები „გონს მოეგებიან“.  

„მე არ ჩამოვთლი ყველა სვლას, რაც შეიძლება გააკეთოს სააკაშვილმა, ან ნაციონალურმა მოძრაობამ, რასაც შემდეგ ვუპასუხებთ ჩვენ. გარწმუნებთ, ბევრი სვლები არ აქვთ, რამდენიმე სვლა აქვთ,  ჩვენც რამდენიმე პასუხი გვაქვს გამზადებული და გარწმუნებთ, ვერავითარ კრიზისს ვერ გამოიწვევენ. საკონსტიტუცო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა უმცირესობის მხრიდან, კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ მათ ბედს წყვეტს და მათ სახეს აჩვენებს, გვემუქრებაო, იტყვიან! არავითარი მუქარა არ არის აქ  – თუ მათ სურთ, შეინარჩუნონ სახე ისეთი, რომ შვილების, მეზობლის დანახვა არ მოერიდოთ მომავალში, ეს მაქვს მხედველობაში. ამ ცვლილებაზე უმცირესობის მხარდაჭერა მხოლოდ მათ საკუთარ სახეზე მოახდენს გავლენას. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს სურვილი აქვს დ ა კარგად ესმის, რას ნიშნავს ეს. მაგრამ აქვთ შიში, მიშასი თუ... ადრე ჩადენილი რაღაცის გამო. ახლა საშუალება მიეცემათ, რომ ეს შიში დაძლიონ.“–აცხადებს ივანიშვილი.

ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში მოსული ახალი ხელისუფლების პირობებში კრიზისის გამოწვევა შეუძლებელი იქნება.

„ვერაფერს ვერ იზამენ, აბსოლუტურად ვაკონტროლებთ სიტუაციას და გავაკონტროლებთ მომავალშიც. ვერ მოახერხებენ ამ დიქტატორული მეთოდითაც სიტუაციის კრიზისში შეყვანას. მათ შეუძლიათ, მხოლოდ საკუთარ თავს ან საკუთარ მომავალს ავნონ, ან გააუბედურონ, ან გააუმჯობესონ. “– მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერი გეგმავს, უცხოური ორგაინზაციებისა და ექსპერტების დახმარებით მოახდინოს საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება და დარწმუნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებელია.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ევროპაში და ამერიკაშიც ორგანიზაციები და ექსპერტები ვინც კი არსებობს, ყველას აზრი მივაწვდინოთ საქართველოს მოსახლეობას, ვინ რას ფიქრობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე. იქ განსხვავებული აზრი ვერ იქნება.

სირცხვილია დღეს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი არსებობს. ამ სირცხვილიდან უნდა გამოვიდეთ. არც ერთ ქვეყანაში არაა მსგავსი ჩანაწერი. ტიპური დიქტატორული უფლებები აქვს სააკაშვილს.“– აცხადებს ივანიშვილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია