დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თებერვლიდან გაზის ტარიფი 10%-ით შემცირდება
2013/02/05 12:55:14

თებერვლიდან გაზის ტარიფი 10%-ით შემცირდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის 100-დღიანი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა. 


„რაც შეეხება ბიუჯეტს, ვფიქრობ, რომ იმაზე ადრე, რაც მე წარმომედგინა, ჩვენ ძალიან ბევრის გაკეთება მოვახერხეთ. საქართველოში დაიწყო ფასების შემცირება, მიზეზიც გასაგებია. ელექტროენერგიის საფასური შემცირდა, საწვავის ფასი ასევე 10%-ით შემცირდა და თებერვლიდან გაზის ტარიფი 10%-ით დაიკლებს და ჩვენ კიდევ ვმუშაობთ ამ საკითხზე. შეინიშნება ფარმაცევტული პროდუქციის ფასების შემცირების ტენდენცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმენებმა ყურად იღეს, რომ კატასტროფული ფასები არ უნდა იყოს“, – განაცხადა პრემიერმა. 

მისივე თქმით, ბიუჯეტში ციფრების გაუმჯობესება წინა ხელისუფლების გაუაზრებელი ხარჯების შემცირების ხარჯზე მოხდა. 

„2012 წელთან შედარებით ჯანდაცვის ბიუჯეტი, პირველად საქართველოს ისტორიაში, გაორმაგდა. 2013 წლის ბიუჯეტში საპენსიო ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა, 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდისათვის პენსია 20%-ით გაიზრდება, საარსებო მინიმუმს გაუტოლდება და 150 ლარი გახდება“, – ასეთია ივანიშვილის მიერ დასახელებული 100 დღის შედეგად მთავრობის მიერ მიღწეული წარმატებები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია