დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინვესტორებს კვლავაც აფიქრებთ პოლიტიკური არასტაბილურობა
2013/06/28 16:18:18

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სარეკლამო ბაზრის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს სარეკლამო ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა. პოლიტიკა აღარ თამაშობს მნიშვნელოვან როლს სარეკლამო თანხების გადანაწილებაში და კომპანიები ახლა უკვე თავისუფლად იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი დანახარჯების შესახებ, თუმცა, კერძო სექტორის სარეკლამო დანახარჯები არ გაზრდილა, რადგანაც ინვესტორებს კვლავაც აფიქრებთ პოლიტიკური არასტაბილურობა,“ – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია მედიასფეროს სარეკლამო სექტორში მომხდარ ცვლილებებზე.

„სამთავრობო ცვლილებებიდან მალევე სარეკლამო სექტორში ძირფესვიანი ცვლილებები მოხდა. „ჯენერალ მედია“ - მონოპოლისტი კომპანია, რომელიც ნაციონალურ არხებზე რეკლამას ყიდდა, აღარ არსებობს. ტელეკომპანიები ახლა გაყიდვების საკუთარი გუნდებით უწევენ ერთმანეთს კონკურენციას.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც 2011 და 2012 წლებში რამდენიმე უმსხვილეს სარეკლამო კომპანიას აკონტროლებდა, რამაც ბაზრის პოლიტიზება და მაღალი კონცენტრაცია გამოიწვია, სარეკლამო სექტორში აღარ ფიგურირებს. მისი კუთვნილი რამდენიმე კომპანია წარმოშობით ქართველი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის ხელში გადავიდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გამოთვლებით რეკლამაზე გაწეულმა მთლიანმა დანახარჯმა 2012 წელს დაახლოებით 54 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ თანხაში შედის პოლიტიკური პარტიების მიერ რეკლამაზე დახარჯული მინიმუმ 8 მილიონი აშშ დოლარიც. სარეკლამო დანახარჯების ყველაზე დიდი ნაკადი - 72 პროცენტი - კვლავაც სატელევიზიო სექტორში მიედინება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ანგარიშში მედიის შესახებ კანონთან მიმართებაში საკუთარ რეკომენდაციებსაც იძლევა. 

„სასურველია, რომ კანონმდებლებმა გააუქმონ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში 2011 წელს შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მაუწყებლებს ყოველ ერთ საათში რეკლამის გაშვებისთვის გამოყოფილი მაქსიმალური დრო გაეზარდათ. პრაიმ-თაიმის დროს რეკლამისთვის გამოყოფილ დროზე ლიმიტის შემცირება ნაციონალურ მაუწყებლებზე ტარიფების სტაბილურობასა და მდგრად ზრდას შეუწყობს ხელს. ეს კი ბიზნესების მხრიდან დანახარჯების დივერსიფიკაციას გამოიწვევს.

დონორმა ორგანიზაციებმა უნდა გააგრძელონ და გააძლიერონ მედიასაშუალებების, განსაკუთრებით კი მცირე რეგიონული არხებისა და გამოცემების უზრუნველყოფა ტრენინგებით მენეჯმენტში, დისტრიბუციასა და გაყიდვებში. ასევე, მათ მხარი უნდა დაუჭირონ მედიასაშუალებებს შორის თანამშრომლობას და მათ მიერ შემოსავლების გაზრდის მიზნით ინოვაციური გზების მოძებნის მცდელობას"- ნათქვამია განცახდებასში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1765
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია