დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს
2009/09/23 17:14:17

დღეს ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც ბიუჯეტში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს. მიმდინარე თვეში 340 000 ლარით გაიზარდა ადგილობრივი ბიუჯეტი. ეს თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან „ქუთაისის წყალს“ გადმოერიცხა ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად. 110 000 ლარი კი დასუფთავების სამსახურისთვისაა განკუთვნილი. როგორც ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი გიორგი შარაბიძე ამბობს, ეს თანხა დასუფთავების სამსახურში დაწყებულ რეორგანიზაციას მოხმარდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია