დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„პიკ“-ის პროტესტი პარლამენტთან
2012/10/25 16:08:03

დღეს ქუთაისში, პარლამენტის წინ, ტელეკომპანია „პიკ“-ის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვნდენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის აუდიტის მიერ შემოწმებას. ამ მოთხოვნით „პიკ“-ს თანამშრომლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს მიმართეს.
„ჩვენი გათიშვის ერთ-ერთ მიზეზად საზოგადოებრივი მაუწყებელი ასახელებს იმას, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში  გამოვთქვით პროტესტი და თუ ჩვენი გათიშვის ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რასთან გვაქვს საქმე?“ - აცხადებს „პიკ“-ის ჟურნალისტი ნანა პლიევა.
ჟურნალისტები მოითხოვენ, აუდიტის სამსახური, რაც შეიძლება, მოკლე ხანში შევიდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში და დადგინდეს, თუ სად წავიდა მათთვის განკუთვნილი თანხა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსულენოვანმა ტელეკომპანიამ „პიკ“-მა საინფორმაციო მაუწყებლობა შეაჩერა.

მირიან ბერულავა

(ფოტო ია ჩარკვიანის)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1693
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია