დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურელი მაღაროელები ხელფასის გაზრდას ითხოვენ
2012/10/18 16:57:52

რამდენიმე დღეა ჭიათურაში მღელვარებაა: ჭიათურის მაღაროების 3800-მდე თანამშრომელი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ჭიათურის ყველა მაღაროსა და მადნის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელია, მუშების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მაღაროელები ორ დღეში უვადო შიმშილობის დაწყებას აპირებენ. პრობლემაში გასარკვევად და მაღაროელებთან შესახვედრად ჭიათურაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი თქვან. იგი ჩაერთვება მაღაროელებისა და ინვესტორის მოლაპარაკების პროცესში.

თავის მხრივ, საწარმოს მფლობელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მანგანუმზე მსოფლიოში არსებული ფასებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია მაღაროში დასაქმებულთა ხელფასის 100 %-ით გაზრდა. როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი მაკა კვარაცხელია აცხადებს, დღეისათვის კომპანიას შეუძლია მხოლოდ 10%-ით გაზარდოს ხელფასები, რასაც მაღაროელები არ ეთანხმებიან.

მაღაროელები დაბალ ხელფასებთან ერთად, რომელიც თვეში დაახლოებით 300-400 ლარს შეადგენს, საწარმოში არსებულ მძიმე პირობებზეც საუბრობენ. კომპანიის ხალმძღვანელობამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ტექნიკური გადაიარაღებისთვის 3,5 მილიონი დოლარის მოწყობილობები შეიძინა.

„ახალი მენეჯმენტი 6 თვეა შემოვედით და მეტი ფიზიკურად ვერ მოვასწარით.  აბსოლუტურად ყველა სოციალური პრობლემა და ინფრასტრუქტურა, რომელიც მართლა ცუდ მდგომარეობაშია, აუცილებლად მოგვარდება, მათ შორის საშხაპეების საკითხიც. ნელ-ნელა მიმდინარეობს მათი სპეცტანსაცმლით უზრუნველყოფა”, – ამბობს მაკა კვარაცხელია. 

ამ დღეებში მაღაროელებთან შესახვედრად თავად Georgian Manganese Holding Limite კომპანიის დირექტორი ვოლოდიმირ ლოზინსკიც იმყოფებოდა, თუმცა ‑ უშედეგოდ: მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1550
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია