დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოსო ფხაკაძე:"ჩვენთვის ხარისხი არის პრიორიტეტი, კონკურენცია მხოლოდ გვაძლიერებს"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/03 23:25:09

 

ქუთაისში, ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით  ამერიკული ბრენდი "ვენდისი"  და "დანკინ დონატსი"-ს რესტორნების ფილიალები საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.  ამ რესტორნების ქსელის  ორსართულიანი შენობა ქუთაისში, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა. გახსნის დღეს სტუმრებს უფასოდ გაუმასპინძლდნენ.

 

 "ვენდის"-ის  და "დანკინ დონატსი"-ს რესტორნები "ვისოლ ჯგუფში" დაქვემდებარებაშია. მშენებლობა კი ქუთაისის სამშენებლო კომპანია შპს "დიზაინ ბიურომ" განახორციელა, "ვისოლ ჯგუფის" დაკვეთით. ახალგახსნილი რესტორნები „ვენდისთვის“ მე-10, ხოლო „დანკინ დონატსისთვის“ მე-19 ობიექტია.

 

„ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნების ოფიციალურ გახსნას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და „ვენდის“ ამერიკული დელეგაცია დაესწრნენ.


"ეს არის ყველაზე ფართო ბრენდირებული ქსელი საქართველოში.  რესტორანში წარმოდგენილი პროდუქცია არის ქართული და უსაფრთხო. მე ხუთი შვილი მყავს და ყველანი დავდივართ აქ, რადგან ჩვენთვის ხარისხი არის პრიორიტეტი. კონკურენცია მხოლოდ გვაძლიერებს - განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" ხელმძღვანელმა,  "დანკინ დონატსის" და "ვენდისის" დამფუძნებელმა  საქართველოში, ბიზნესმენმა  სოსო ფხაკაძემ.


 

ეთერ ჩუმაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1848
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია