დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„მეოცნებეები“ და „ნაციონალები“ პირველ სხდომას ქუთაისში გამართავენ
2012/10/10 15:02:01

არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის 5-კაციანი ჯგუფი ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მათი განცხადებით, შენობაში არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები და წყალიც ჩამოდის .

"სავარაუდოდ, დეპუტატებს აქ ჩაფხუტებით მოუწევთ სიარული. რადგან სხდომათა დარბაზის გარდა არაფერია გაკეთებული. თუმცა ჩვენ კონსტიტუციას არ დავარღვევთ და შევიკრიბებით,“ – განაცხადა ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა..

„მეოცნებეთა“ პრეტენზიების საპასუხოდ, პარლამენტის მშენებლები აცხადებენ, რომ ობიექტზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს.  შენობაში წყლის ჩამოსვლას პარლამენტის პროექტის ფინანსური მენეჯერი ზურაბ წიკლაური იმ ფაქტით ხსნის, რომ „ახლახანს  ჩვენ შენობაში გავუშვით გათბობა და ვენტილაცია. წყალი სავენტილაციცო არხიდან გაიპარა“,– ამბობს წიკლაური. 

კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, პარლამენტის აპარატის უფროსთან დავით ჯანიაშვილთან დღევანდელი შეხვედრის დროს საუბარი სწორედ ამ თემას შეეხებოდა, ვინაიან საკანონმდებლო ორგანო საქართველოს კონსტიტუციის თანახმად 10 დღეში, 20 ოქტომბერს სწორედ ამ შენობაში უნდა შეიკრიბოს.

"ვისაუბრეთ შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენი თანამშრომლებიც იყვნენ ადგილზე და შეაფასეს სიტუაცია. ჩვენი ინფორმაციით, მთავარი დარბაზი, სადაც უნდა ჩატარდეს სხდომა, არის მზადყოფნაში. თუმცა შენობის ბოლომდე დასრულებამდე ბევრი სამუშაოა შესასრულებელი", - აცხადებს აბაშიძე.

ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2012 წლის მაისში ფინანსთა სამინისტრო მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანობაში პარლამენტის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 133 700 000 ლარია დახარჯული.

ახალი პარლამენტის შენობა ქუთაისში ესპანური კომპანიის CMD Ingenieros მიერ მომზადებული პროექტით აშენდა, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "მენო ინტერნეიშენალის" ქვეკონტრაქტორი ფირმა "მაგი სტილი" აწარმოებს. ორივე კომპანიის მფლობელები არიან: ირაკლი ჩიქოვანი (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე), გიორგი გეგეშიძე (ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორი და 10%-ანი წილის მფლობელი) და გიორგი კურცხალია. 

როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და „ნაციონალური“ უმცირესობის საპარლამენტო დარბაზში შეხვედრა არ გადაიდება და იგი კონსტიტუციით დადგენილ ვადაში, 20 ოქტომბრისთვის გაიმართება ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში.

ხატია გორგოძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1854
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია