დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამტრედიაში
2009/11/17 12:51:50

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე ეტაპზე იმერეთის რეგიონში 24 მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 25 მლნ ლარს შეადგენს.

17 ნოემბერს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ სტურუა იმერეთის რეგიონში ჩავიდნენ. მათ საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილესთან გია მატარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სამტრედიის ქუჩების და წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობა ადგილზე შეისწავლეს.

ქალაქ სამტრედიის ქუჩების, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ (აღმასრულებელი დირექტორი – კონსტანტინე მგელაძე) რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (MIDP) ფარგლებში.

პროექტი ითვალისწინებს სამტრედიის 9 ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას, კერძოდ: რუსთაველის, რესპუბლიკის, მანჯგალაძის, გზაგამტარის, თბილისის, ჭანტურიას, გამსახურდიას, ეგრისის ქუჩების და გამსახურდიას მოედნის რეაბილიტაციას საერთო სიგრძით 2 789 კვ.მ .

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია