დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ნაცმოძრაობას“ კრიმინალური წარსულის ადამიანებიც აფინანსებენ
2012/06/25 14:46:17

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ცნობით: მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 19 ივნისის ჩათვჩლით, პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულობა – 1 768 492 ლარი მმართველმა პარტიამ მიიღო 75 პირისაგან.

netgazeti.ge-ს ინფორმაციით, იმ პირებს შორის, ვინც ნაცმოძრაობა დააფინანსა, არიან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მოქმედმა ხელისუფლებამ კრიმინალური ქმედებებისთვის დააკავა. მაგალითად: მმართველ პარტიას 40-40 ათასი ლარი შეწირეს ფიზიკურმა პირებმა – სერგო ლაბარტყავამ და  თამაზ ჯამაგიძემ. კუდ-ის თანამშრომლებმა ისინი 2010 წლის 30 მარტს დააკავეს, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებმაც, შსს-ს ინფორმაციით, მეწარმეს თაღლითურად გამოსძალეს 370 000 ლარი.

ნაცმოძრაობის დამფინანსებელთა სიაშია ელგუჯა ბერუაშვილი და ზურაბ ინასარიძე, რომლებიც კუდის მიერ იყვნენ დაკავებული როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. ბერუაშვილი „ნაცებს“ 20 ათასით, ხოლო ინასარიძე – 12 ათასით „შეეწია“.

მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის, კრიმინალური წარსულის მქონე პირების გარდა, არიან ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლების მაღალჩინოსნების ახლო ნათესავები ან იმ ფირმების წარმომადგენლები არიან, რომლებიც წლების მანძილზე სარგებლობენ საბიუჯეტო დაკვეთებით.

60 000 ლარით მმართველ პარტიას დაეხმარა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ძმა, ბიზნესმენი იაგო ჩოჩელი. ჩოჩელის კიდევ ერთი ფირმის - "ბერტას" წარმომადგენელმა ვასილ სულხანიშვილმა - 12 ათასლარიანი შემოწირულობა გაიღო მმართველი პარტიისთვის.

სს "ანა ჯგუფის" (ეს ჰოლდინგი აერთიანებს ხორც-პროდუქტების მწარმოებელ ქარხანა "მითანას", საკონდიტრო ფაბრიკა "ტკბილ ქვეყანას" და სადისტრიბუციო კომპანია "კანტს") დამფუძნებელმა ამირან ქორთიაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" 60 ათასი ლარი გადაურიცხა.

ასევე, 60 ათასი ლარი გადაურიცხა მმართველ პარტიას სს "მადნეულის" ფინანსურმა დირექტორმა მიხეილ ესიაშვილმა, შესყიდვების დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილი, წარმოების დირექტორმა ჯამბულატ ჯაყელმა, გენერალურმა დირექტორმა გიორგი დევაძემ. ჯამში, "მადნეულის" მენეჯმენტის წარმომადგენლებმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 240 ათასი ლარი შეწირეს.

netgazeti.ge-სავე ინფორმაციით, პარლამენტარ ლაშა დამენიას ძმა, ბიზნესმენი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახაბერ დამენია მმართველ პარტიას ასევე 60 ათასი ლარით შეეწია. დამენიას პარტნიორებმა კომპანიაში "გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენს"(კომპანია მუშაობს ლობირებაზე, უძრავი ქონების მართვასა და სხვა საკითხებზე) - იზაბელა გუტიძემ და დავით ჩანტლაძემ (გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსის ასევე ყოფილი მოადგილე) ამდენივე შემოწირულობა გაიღეს მმართველი პარტიისთვის.

შპს „კანოს" დირექტორმა და 60%-იანი წილის მფლობელმა ნოდარ ალადაშვილმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 60 ათასი ლარი გადაუხადა, ხოლო 40%-იანი წილის მფლობელმა ილია ალადაშვილმა - 7000 ლარი.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მიხეილ გიგაურს, საკუთარ რეზიუმეში მითითებული აქვს, რომ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, თუმცა მან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 15 ათასი ლარი შეწირა.

“ნაცმოძრაობის” შემომწირველებს შორის ასევე არიან ლევან ბობოხიძე, დემიკო ჩოჩელი, სერგო ღვიანიაშვილი, ვასილ სულხანიშვილი და სხვა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2141
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია