დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბიუჯეტს „ნაციონალებმა“ და ორმა „პატრიოტმა“ უთხრა უარი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/25 16:55:07

ხმაურიანად წარიმართა ქუთაისის საკრებულოს 36-ე სხდომა, რომელზეც ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტი განიხილეს. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დეპუტატებს შორის. დაპირისპირების მიზეზი გახდა.

 

„ნაციონული“ დეპუტატების განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც 2013 წლის ბიუჯეტის ანალოგიურია, არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ქუთაისს. მათივე განცხადებით, ბიუჯეტი ხალხის კეთილდღეობისთვის უნდა იყოს შექმნილი, მიუხედავად ამისა, ახალ ბიუჯეტში შემცირებულია მატერიალური და ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების კუთხით გასაწევი ხარჯები, შემცირებულია ხელფასები თვითმმართველობის სამსახურების თანამშრომლებზე, სამაგიეროდ გაზრდილია რიგგარეშე თანამშრომლების რიცხვი და მათი სახელფასო ფონდი. თუკი შტატგარეშე თანამშრომლებზე 2013 წელს 782 ათასი ლარი იყო გაცემული, 2014 წლის ბიუჯეტში აღნიშნული თანხა 900 ათას ლარს აღწევს. იმის გამო, რომ 2013 წლის ბუიჯეტზე პასუხისმგებლობა საკრებულოს მაშინდელმა უმრავლესობამ არ აიღო, „ნაციონალმა“ დეპუტატებმა ქუთაისის ახალ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.


საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტი 15 მომხრით ხმაურის შემდეგ მაინც დაამტკიცა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა „ნაციონალმა“ დეპუტატებმა და „პატრიოტთა ალიანსის“ ორმა წევრმა – კახა ნემსიწვერიძემ და ტატო მესხმა. „პატრიოტები“ სხდომის ხვალისთვის გადადებას, მანამდე კი ბიუჯეტში შენიშვნების შეეტანას მოითხოვდნენ, რასაც დეპუტატთა უმრავლესობა საჭიროდ არ მიიჩნია.


სხდომაზე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რადგან ის ბიუჯეტის პროექტის შედგენის პროცესში ვერ მონაწილეობდა იმის გამო, რომ პოსტი სულ ახლახან დაიკავა, ბიუჯეტი კი მარტიდან დგებოდა.


მურღულიასვე განცხადებით, ყოველნაირად ეცდება, ცენტრალური ხელისუფლებიდან ქუთაისის განვითარებისათვის სერიოზული თანხა მოიზიდოს.  ამისათვის კი ქუთაისიდან უკვე გაგზავნილია რეგიონული განვითარების სამინისტროში პროექტები, რომელთა საერთო ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს.


ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტი 43 704 500 ლარს შეადგენს, რაც 2013 წლის ბიუჯეტზე 600 000 ლარით მეტია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია