დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაამართლებს გამარტივებული წარმოება?
2012/06/18 13:12:12

13 ივნისს ქუთაისის იუსტიციის სახლის სადემონსტრაციო ცენტრში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისის, „გამარტივებული წარმოების“, პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ იმერეთის რეგიონში მოქმედი საწარმოებისა და ფინანსური ორგანიზაციების მმართველი პირები.  

ახალი სერვისის მიხედვით, მხარეებს ეძლევათ რეალური შესაძლებლობა - ვადამოსული ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავა სასამართლო პროცედურების გავლის გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მოაგვარონ. წარმოების ეს ფორმა განიხილავს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელზეც არსებობს ვალის დამადასტურებელი ცხადი მტკიცებულება, კერძოდ, ხელშეკრულება, ხელწერილი ან შედარების აქტი, რომელიც არ უკავშირდება რაიმე საპასუხო ვალდებულებების შესრულებას. დღემდე ამ ტიპის მომსახურებას საქართველოს სასამართლოები ახორციელებდნენ. აქამდე კი მოცემულ მომსახურებას, სახეცვლილი ფორმით, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ გამარტივებული წარმოების მომსახურება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დანერგილი და აპრობირებული. როგორც კვლევებმა აჩვენეს, სააღსრულებლო დაწესებულებები მოცემული ტიპის დავების მენეჯმენტს უკეთესად ახორციელებენ.

აღნიშნულ სერვისთან დაკავშირებით, გაზეთ „P.S.“-თან კომენტარი გააკეთა აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის უფროსმა ლეილა მიქელაძემ: „აღსრულების ეროვნულ ბიუროში მაისის თვიდან ახალი სერვისი დაინერგა, რაც არის გამარტივებული მეთოდი და გულისხმობს ფულადი დავალიანების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გამარტივებულ წარმოებას საზოგადოება აქამდე თუ სასამართლოში განიხილავდა, ახლა ბევრად უფრო გაუადვილდება საქმე. გამარტივებულ წარმოებას დაემატა ახალი კომპონენტი, რაც გულისხმობს მოლაპარაკებების მოგვარებას მხარეებს შორის. მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვნად გამარტივებულია სააპლიკაციო პროცედურა. ასევე ერთი სამართლებრივი საფუძვლით შემოტანილ განცხადებაზე საფასური ფიქსირებულია და შეადგენს 100 ლარს, მიუხედავად მოთხოვნილი თანხის ოდენობისა. წილობრივი ვალდებულების შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია ერთზე მეტი აპლიკანტის მიერ, ან მიმართულია ერთზე მეტი რესპონდენტის წინააღმდეგ და, როგორც უკვე აღვნიშნე, სააპლიკაციო საფასური შეადგენს 100 ლარს თითოეულ პირთან მიმართებაში.“

წარმოების პროცესში მოვალე მხარის ინფორმირება მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის შესახებ ხდება შეტყობინების პირადი ჩაბარების გზით. „მედიაციაში დახელოვნებული სპეციალისტების, „ქეი“-ს მენეჯერების საშუალებით, მხარეებს უჩნდებათ რეალური შესაძლებლობა - მოილაპარაკონ და მიაღწიონ კონსენსუსს,“ - აღნიშნავს „ქეი“-ს მენეჯერი ავთანდილ ნუცუბიძე.

აღნიშნულ პრეზენტაციასთან დაკავშირებით ჩვენთან კომენტარი გააკეთა მოწვეულმა სტუმარმა, იურისტმა ირმა ტოგონიძემ: „კმაყოფილი ვარ ამ ახალი ინოვაციით. მივიღე ამომწურავი ინფორმაცია, თვითონ კანონთან მიმართებაშიც. თუ ყურადღებით აღიქვამს დაინტერესებული პირი, ძალიან მარტივია. პირადად ჩემთვის რამდენიმე საკითხი მისაღები და გამარტივებულია. თან მიხარია, რომ ასეთ შემთხვევაში უშუალოდ „ქეი“-ს მენეჯერთან გაქვს ურთიერთობა, აქამდე კი სასამართლოში, კანცელარიის კარებთან მიწევდა ლოდინი. ახლა ყველაფერი უშუალოდ შენ თვალწინ ხდება.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია