დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქსტატი შვედეთის სტატისტიკის სამსახურთან ერთობლივ პროექტს აჯამებს
2013/06/26 15:27:31

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და შვედეთის სტატისტიკის სამსახურს შორის თანამშრომლობის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა მიმდინარეობს. პროექტი უკვე მეორე წელია, რაც მუშაობოს პროცესშია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით,  ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ იმსჯელებენ.

შეგახსენებთ რომ, საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის სამწლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida )მიერ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1906
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია