დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვის კარში დაარტყა მესხმა?
2012/06/07 12:56:14

გუშინ 9-საათიან „კურიერში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ერთ-ერთი აქვტივისტის კოტე მესხის განცხადების შემდეგ პარტიის საქმიანობით კონტროლის პალატა დაინტერესდა. 

კოტე მესხი სიუჟეტში ამბობდა, რომ ეგრეთწოდებულ „ოცნების“ ბუკლეტებში მოქალაქეებმა უნდა მიუთითონ საკუთარი ოცნებები, რომლებსაც მათ „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე შეუსრულებს.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე კი კოტე მესხმა სიუჟეტში გაკეთებული კომენტარი უარყო და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მისთვის არავის დაუვალებია დაპირებების მიცემა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუს დროს კი მისი ყურადღების გაფანტვა და დაბნევა გამოიწვია ზონდერ-ბრიგადების წარმომადგენლებმა, რომლებიც მთელი აქციის განმავლობაში თან დაჰყვებოდნენ.

„ეს ჩემი დანაშაულია და სულელური ნათქვამი.“- განაცხადა მესხმა.

„რუსთავი 2“-ზე გასულს სიუჟეტში გაკეთებული განცხადება გახდა მიზეზი იმისა, რომ კონტროლის პალატამ კოალიცია ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა და საქმე პროკურატურას გადასცა. აქტივისტები პროკურატურამ გუშინ დასაკითხად დაიბარა, ისინი ამ დრომდე იქ იმყოიფებიან.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1716
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია