დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მორიგი რჩევები ქუთაისის მერს
2013/07/04 17:32:36

ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ბესო  მიქელთაძე დიმიტრი კოპალიანს ელექტრონულ მთავრობაზე გადასვლას ურჩევს

მიქელთაძემ საკუთარი „რჩევა“ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ელექტრონულ მართვაზე გადასვლის უპირატესობაზე საუბრობს. მერობის ყოფილ კანდიდატს მიაჩნია, რომ მისი რჩევის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობა მინიმუმ 7 მილიონ ლარს დაზოგავს.  

„ქუთაისის მერია სასწრაფოდაა გადასაყვანი, ე.წ ელექტრონულ მთავრობაზე, ანუ ელექტრონულ მმართველობაზე, ასეთი პროგრამა არსებობს, და აქვს ფინანსთა სამინისტროს. ერთი კომპიუტერის ჩართვა ამ სისტემაში ჯდება 50 ლარზე ნაკლები

. მერიას საკმარისი გააჩნია საკმარისი კომპიუტერები და ადამიანური რესურსი.
. სრული მოცულობით ელექტრონულ მთავრობაზე გადასვლის შედეგად მერიის თანამშრომელთა რიცხვი დავა 30 ადამიანზე. ეს მოგვცემს საშუალებას დავზოგოთ 7 მილიონი ლარი. ასევე აუცილებელია ეს თანხა სრულად მოხმარდეს გამოთავისუფლებული კადრების რესოციალიზაცია, ანუ მათ შემდგომ ინტეგრირებას კერძო ბიზნესში. შედეგად მივიღებთ დასაქმებულ ადამიანებს, გაზრდილბიუჯეტს და აბსოლიტურად არაკორუმპირებულ ადგილობრივ მთავრობას. 
ელექტრონული მთავრობის შემთხვევაში კონტაქტი ჩინოვნიკსა და მომხმარებელს შორის, რეალურად დადის ნულზე. იგივეა გასაკეთებელი ქალაქის ხაზინაშიც, იქ იყო მცდელობა ელექტრონულ ბუღალტერიაზე გადასვლისა, მაგრამ ყველაფერი გააუქმეს, და ეხლა როგორ პირველყოფილ თემურ წყობილებაში ხელით დააქვთ გადარიცხვები.. თუ რატომ ალბათ მიხვდებით
იმედია გაითვალისწინებთ, ვინაიდან მხოლოდ ნაწილობრი რეორგანიზაცია უბრალოდ ქაოსშო გადაგებთ.
გისურვებთ წარმატებებს“

შეგახსენებთ, რომ მერობის ყოფილი კანდიდატი ბესო მიქელთაძე ქუთაისის მერის შესარჩევი კონკურსის დროს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის,  დავით თარხანმოურავის მიერ სკანდალური  განცხადების გაკეთების შემდეგ (რომელიც მერის პოსტზე  კოალიცია „ქართული ოცნების“ კადრის  უპირობო მხარდაჭერას ეხებოდა), თარხანმოურავისგან მერობის დანარჩენი კანდიდატების შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდას და თარხანმოურავისაგან თვითმმართველობის ბიუჯეტში სიმბოლურად ერთი თეთრის ჩარიცხვას  მოითხოვდა.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1828
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია