დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - ავსტრია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც სხვებზე ადრე განსჭვრიტა საქართველოს დამოუკიდებლობა
ავტორი:
2014/ივლისი/15 16:30:02
ავსტრია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც სხვებზე ადრე განსჭვრიტა საქართველოს დამოუკიდებლობა და იგი გამოთქვამს მზადყოფნას იყოს ჩვენი მეგობარი ასოცირების პროცესში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე-სპიკერ კარლჰაინს კოფვისთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება ვუმასპინძლოთ ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს. ჩვენ ამასწინათ შევხვდით ვარშავაში, დღეს კი ის აქ იმყოფება როგორც საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი. ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. მოგეხსენებათ, ავსტრია საქართველოს ძალიან კარგი მეგობარია. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შესაძლოა სხვებზე ადრე განსჭვრიტა საქართველოს დამოუკიდებლობა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ავსტრიელმა ბიზნესმენებმა საქართველოში დაიწყეს აქტიური საქმიანობა ტურიზმის სფეროში, სასტუმრო ბიზნესში და მოხარული ვარ, რომ ეს გრძელდება. თანამშრომლობა გაფართოვდა. გარდა ამისა, ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე. სულ ცოტა ხნის წინ ავსტრიის პარლამენტში პირველად შეიქმნა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი. ავსტრია, როგორც თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, გამოთქვამს მზადყოფნას იყოს ჩვენი მეგობარი ასოცირების პროცესშიც და ამ კონტექსტშიც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვექნება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კარლჰაინს კოფვიმ თავის მხრივ აღნიშნა, რომ იგი ევროპისკენ სვლის პროცესში საქართველოს მხარს უჭერს.
"როგორც ბატონმა სპიკერმა ბრძანა, საქართველო გახლავთ ავსტრიის მეგობარი და ავსტრია გახლავთ საქართველოს მეგობარი. ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება ჩვენს მეგობრებს მხარი დავუჭიროთ. ავსტრია ნამდვილად იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც განსჭვრიტა საქართველოს დამოუკიდებლობა და ამიტომაც მისი დამოუკიდებლობის, ევროპისკენ სვლის პროცესში ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერთ", - განაცხადა ავსტრიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე-სპიკერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 908
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია