დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯეიმს აპატურაი დიცში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 16:32:12
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი შეშფოთებას გამოთქვამს სოფელ დიცთან რუსი ჯარისკაცების მიერ ღობეების აღმართვის განახლების თაობაზე. ამის შესახებ განცხადებას ჯეიმს აპატურაი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
"შეშფოთებული ვარ რუსი სამხედროების მიერ საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ღობეების აღმართვის განახლების შეტყობით. ეს კიდევ ერთხელ არღვევს შეთანხმებას და ართულებს პოლიტიკურ წინსვლას. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება", - წერს ჯეიმს აპატურაი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1188
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია