დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნოდარ ხადური - ფინანსთა მინისტრი აგრძელებს მუშაობას, ისევე, როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდი
ავტორი:
2014/დეკემბერი/06 01:00:02
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, გადაჰყვება თუ არა ბოლოდროინდელ მოვლენებს ფინანსთა მინისტრი, ეს გადაცემაში განსახილველი თემა არაა. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" ჩართვისას განაცხადა.
ამით ხადურმა უპასუხა კითხვას, ხომ არ შეეხება ფინანსთა მინისტრს საკადრო ცვლილებები.
"მე მგონი ეს არ არის თქვენს გადაცემაში განსახილველი თემა. ფინანსთა მინისტრი აგრძელებს მუშაობას, ისევე, როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ხოლო ადამიანებმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები ხელისუფლებაში მუშაობის, თავად დატოვეს თანამდებობები", -განაცხადა ხადურმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია