დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯეიმს აპატურაი - ყოჩაღ, საქართველო
ავტორი:
2014/დეკემბერი/18 18:30:02
ევროპარლამენტის მიერ საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას,  სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ეხმაურება.
"ყოჩაღ, საქართველო! შენ ახლახან კიდევ ერთი, კარგი ნაბიჯი გადადგი ევროპული გზისკენ", - წერს   აპატურაი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 490-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. ამ დრომდე დოკუმენტის რატიფიკადცია 11-მა ქვეყანამ მოახდინა. ეს ქვეყნებია: დანია, ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი და შვედეთი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 988
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია