დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ენდერს ვიმბუში - მოუყევით თქვენი ამბავი მსოფლიოს
ავტორი:
2014/ივლისი/13 21:00:02
მოუყევით თქვენი ამბავი მსოფლიოს, - ამის შესახებ რადიო "თავისუფლების" ყოფილი დირექტორი ენდერს ვიმბუში აცხადებს.
ენდერს ვიმბუში იმ პრიორიტეტებზე საუბრობს, რაზეც საქართველომ უნდა იმუშაოს და ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ მიღწევებზე აშშ-ში საუბარი მიაჩნია.
"საქართველომ თავისი ამბავი უნდა მოუყვეს მსოფლიოს, განსაკუთრებით ვაშინგტონს. ვაშინგტონი დიდი მეგაფონია, ის, რაზეც აქ არის საუბარი, მთელ მსოფლიოს ესმის. თუ საქართველო საკუთარ მიღწევებზე თბილისში საუბრობს, თბილისიდან ეს ნათქვამი შეიძლება ერევანში გაიგონ, მაგრამ ვაშინგტონში მოყოლილი ამბავი მთელ მსოფლიოს ესმის. მოუყევით თქვენი ამბავი მსოფლიოს და საქართველო ისეთი ქვეყანა გახდება, როგორიც მის მოქალაქეებს სურთ", - მიაჩნია რადიო "თავისუფლების" ყოფილ დირექტორს.
მისივე აზრით, საქართველომ უფრო ახლო ურთიერთობა უნდა დაამყაროს თურქეთთან, რომელიც რეგიონის ეკონომიკური ძრავი და ზომით მეორე სამხედრო ძალაა. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ საქართველო რეგიონული უსაფრთხოების ცენტრი უნდა გახდეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1213
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია