დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო კილაძე - ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სასაყვედურო არაფერი გვაქვს
ავტორი:
2018/იანვარი/20 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/kiladze_3882b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473917-sofio-kiladze-chemi-subieqturi-mosazrebaa-rom-sakonstitucio-reformasthan-dakavshirebith-sasayveduro-araferi-gvaqvs.html", "headline": "სოფიო კილაძე - ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სასაყვედურო არ...", "datePublished": "2018-01-20 05:19:51", "dateModified": "2018-01-20 05:19:51", "description": "ადამიანის უფლებების დაცვა არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/kiladze_3882b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ადამიანის უფლებების დაცვა არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განაცხადა. სოფიო კილაძე Human rights watch -ის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბევრ საკითხზე, რაზეც ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული, ხელისუფლებამ იცის, რომ რეფორმებია გასატარებელი.

”არსებული ნარკოპოლიტიკა არ შეესაბამება იმ განწყობებს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებშია. ამაზე ჩვენც ხმამაღლა ვსაუბრობთ. არის საკითხები, რაც ნამდვილად საჭიროებს გაუმჯობესებას და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. ადამიანის უფლებების დაცვა არის ძალიან გრძელვადანი პროცესი და გატარებული ღონისძიებები არასდროს არ არის საკმარისი. ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით და ძალიან დიდი ცვლილება გვაქვს უკეთესობისკენ. თუმცა არსებობს კიდევ ბევრი გამოწვევა და ჩვენ ამ გამოწვევებს ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ნამდვილად ვრ დავეთანხმები, რომ გარკვეული კითხვის ნიშნებია დაფიქსირებული და ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ჩვენ აქ სასაყვედურო არაფერი არ გვაქვს", - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ სოფიო კილაძემ.

Human rights watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 643-გვერდიანი ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

საქართველოსთან მიმართებაში Human rights watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უნდა დასრულებულიყო ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობდა ნარკომომხმარებლების მიმართ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გატარებას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 572
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია