დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ალასანია - დიასპორებს საქართველოს განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ
ავტორი:
2014/ოქტომბერი/13 11:30:02
საქართველოს სჭირდება პატრიოტი, გულანთებული მოქალაქეები, რომლებიც მზად იქნებიან ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის დამოუკიდებლობა დაიცვან , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დიასპორის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დიასპორებს დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში, მათ შორის ეკონომიკური კუთხით.
"ჩვენგან წასული დიასპორის წარმომადგენლები ძალიან ეხმარებიან თავიანთ ოჯახებს და ძალიან კარგია საქართველოს ფინანსური განვითარებისთვის. მთავარია მოვახერხოთ ყველა გზა გავხსნათ მათი ჩართულობისთვის, რომ ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალურ განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მიზიდულობა გაჩნდა სამშობლოს მხრიდან დიასპორების მიმართ იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება პატრიოტი, გულანთებული მოქალაქეები, რომლებიც მზად იქნებიან ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის დამოუკიდებლობა დაიცვან", - განაცხადა ალასანიამ.
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დიასპორის ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, რომელიც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ განხსნა. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ფორუმს მინისტრთა კაბინეტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 988
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია