დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი მომხმარებლებისთვის დაწესებული ფასდაკლებით სარგებლობას არ აპირებს
ავტორი:
2014/ივლისი/12 13:00:01
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის დაწესებული ფასდაკლებით სარგებლობას არ აპირებს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მე არ ვაპირებ სარგებლობას, ეს უბრალოდ კერძო კომპანიების ინიციატივაა. მე, ამას უბრალოდ მივესალმები, მაგრამ ამასთან ჩვენ არავითარი საერთო არ გვაქვს ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავარია აქტიურობა და მთავარია ის, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს - მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეს არის მოქალაქის ვალის მოხდა ჩვენი ქვეყნის წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს დღე არის მეტად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მან სჯერა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართება.
12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ.
შესაბამისი სარეკლამო რგოლები უკვე ტრიალებს. მასში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ. კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იანი ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იანი ფასდაკლებას - აფთიაქებში - PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იანი ფასდაკლება "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიანი ფასდაკლება "გალფსა" და "ვისოლში".




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია