დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი აბესაძე - საპარლამენტო უმცირესობას ვახტანგ გომელაურთან საკმაოდ ბევრი შეკითხვა აქვს
ავტორი:
2017/დეკემბერი/04 21:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/abesadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466722-irakli-abesadze-saparlamento-umciresobas-vakhtang-gomelaurthan-sakmaod-bevri-shekithkhva-aqvs.html", "headline": "ირაკლი აბესაძე - საპარლამენტო უმცირესობას ვახტანგ გომელაურთან საკმაოდ ბევრი შეკითხვა აქვს", "datePublished": "2017-12-04 17:33:51", "dateModified": "2017-12-04 17:33:51", "description": "საქართველოს პარლამენტის უმცირესობის დეპუტატის, „ევროპული საქართველოს“ წევრ ირაკლი აბესაძის განცხადებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/abesadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის უმცირესობის დეპუტატის, „ევროპული საქართველოს“ წევრ ირაკლი აბესაძის განცხადებით, პარლამენტის ნდობის ჯგუფისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის შეხვედრაზე, რომელიც თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით იმართება, საპარლამენტო უმცირესობას საკმაოდ ბევრი კითხვა აქვს.

როგორც აბესაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მისი მხრიდან ყველა ის მწვავე კითხვა დაისმება, რაც საზოგადოებას აქვს. „“სპეცოპერაციის შემდეგ გავიდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნათელი და ერთმნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან უპასუხოდ არის დატოვებული, ან პასუხები კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას იწვევს. დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ მოხდა ჩატაევის გაშვება ქართული ციხიდან, რა პოლიტიკური პროცესი იყო, როგორ შემოაღწია მან თავის თანამებრძოლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე, რა მიზნით შემოაღწია, რა პერიოდი უთვალთვალებდნენ სპეცსამსახურების თანამშრომლები, როგორ მოხდა ამ ოდენობის იარაღის შეტანა ქალაქის ცენტრში საცხოვრებელ ბინაში. ვფიქრობ, ამ კითხვებზე საჯაროდაც შეიძლებოდა საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ საჯაროდ მიიღოს პასუხები და ამ საკითხს დავაყენებთ, თუმცა, დღევანდელ დახურულ ფორმატში შევეცდები ამ კითხვებზე პასუხის მიღებას. სპეცსამსახურების ნორმალურად მუშაობის შემთხვევაში ეს კითხვები უკვე პასუხგაცემული უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საქართველოს პარლამენტში ნდობის ჯგუფი თბილისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პირველად შეიკრიბა. ნდობის ჯგუფის წევრები სახელმწიფიო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. გომელაურს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია