დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე ისრაელში გამგზავრების მსურველებისთვის განმარტებას აკეთებს
ავტორი:
2014/აპრილი/18 16:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, ისრაელში გამგზავრების მსურველებს მოუწოდებს, გამგზავრებამდე გაეცნონ იმ ინფორმაციას , რომელიც უწყების ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. მაია ფანჯიკიძე ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს ისრაელში არ უშვებენ და სთხოვენ დამატებით დოკუმენტებს.
როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, როდესაც ისრაელმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, საქართველოს საგარეო უწყებამ რამდენჯერმე გააკეთა განმარტება.
მისი თქმით, ითქვა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება არ ნიშნავდა იმას, რომ ვინმე წესების დარღვევით შეძლებდა ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას.
"ჩვენ გავაფრთხილეთ მოქალაქეები, თუ რა შეიძლება მოსთხოვონ მათ საზღვარზე. ეს არის ჩვეულებრივი რამ, რაც სხვა ქვეყნებშიც ხდება, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, რომლის ვიზა შეიძლება გქონდეს პასპორტში, მაგრამ მაინც არ შეგიშვან იმიტომ, რომ არსებობს დამატებითი მოთხოვნები. მე შემიძლია კიდევ ერთხელ განვმარტო, დამატებითი მოთხოვნები შეიძლება იყოს – უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, შეიძლება იყოს სამედიცინო დაზღვევა, შეიძლება იყოს შეკითხვები იმაზე, თუ რა მიზნით მიემგზავრება ადამიანი და აპირებს შესვლას სახელმწიფოში. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა. ასეთი პროცედურა ჩვენც გვაქვს საზღვარზე იმ ქვეყნებთანაც, რომელთანაც უვიზო რეჟმი გვაქვს", -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
აქედან გამომდინარე, მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, გაეცნონ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას და არ წავიდნენ დაუფიქრებლად არსად, იყვნენ მომზადებულები იმისათვის, რომ რაიმე ინციდენტი არ მოხდეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია