დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ავტორი:
2014/ივლისი/10 22:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრიუს კრივასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე ანდრიუს კრივასმა ალექსი პეტრიაშვილს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა მიულოცა და ყურადღება გაამახვილა მის მნიშვნელობაზე როგორც საქართველოსთვის, ასევე, ევროკავშირისთვის. ალექსი პეტრიაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს ლიტვის პარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის და ზოგადად იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რასაც ლიტვა ტრადიციულად გამოხატავს და ახორციელებს საქართველოს მიმართ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.
ანდრიუს კრივასმა ხაზგასმით აღნიშნა პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც, აგრეთვე, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე წარდგენილ დოკუმენტშია ასახული. ლიტველმა სტუმარმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პირველი ფაზის შეფასებაც ასეთივე პოზიტიური იქნება, რაც ხელს შეუწყობს მეორე ფაზაზე წარმატებით გადასვლას.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს უელსის სამიტის მზადების პროცესი და ნატო-ს მიერ საქართველოსთვის შემოთავაზებული პაკეტის შინაარსობრივი მხარე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია