დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ლორთქიფანიძე - ქართველი ხალხი ეროვნული ტრადიციების დამცველად რჩება
ავტორი:
2014/მაისი/17 21:30:02
"ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ 17 მაისს გამართულ საყოველთაო სახალხო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" პრესსამსახურიდან აცნობეს.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების დაცვა და მათი სიმტკიცის შენარჩუნება, ვინაიდან სწორედ ისინი გახლავთ ქართული ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ქვაკუთხედი.
"დღეს არის საყოველთაო, სახალხო მსვლელობა, რომელიც დაკავშირებულია მისი უწმინდესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან, რომელიც ფაქტიურად არის კურთხევა მთელი ერისთვის, ვინც მიაკუთნებს თავს მართლმადიდებელ ერს, რომ დღევანდელი დღე, 17 მაისი, აღინიშნოს ტრადიციული ღირებულებების დაცვის დღედ, კერძოდ, ოჯახური სიმტკიცის დაცვის დღედ, რასაც სრულიად საქართველო უერთდება. დღეს საქართველოს ძალიან ბევრ ქალაქში მიმდინარეობს მშვიდობიანი მსვლელობა, ნიშნად სოლიდარობისა და გამოხატულება იმისა, რომ ქართველი ხალხი რჩება ამ მეტად მნიშვნელოვანი ღირებულებების დამცველად, რასაც ეროვნული ტრადიციები ჰქვია და ის ღირებულებები, რაც გადის ოჯახის სიმტკიცეზე", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია