დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კულტურის მინისტრი ხვალ იმერეთს ეწვევა
ავტორი:
2014/დეკემბერი/08 22:30:03
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ხვალ იმერეთის რეგიონს ეწვევა. სამინისტროს ცნობით, მინისტრი 14:30 საათზე, ხარაგაულში, რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის (ხარაგაული, საჩხერე, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, ზესტაფონი) სამუსიკო სკოლებს, ფოლკლორულ ანსამბლებსა და სამუსიკო ჯგუფებს შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ხალხურ საკრავებს, კლასიკურ, საესტრადო მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და აუდიო აპარატურს გადასცემს.
მინისტრი ხარაგაულის კულტურის სფეროს მუშაკებს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში გაიმართება, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს კინოჩვენებისათვის საჭირო აპარატურით აღიჭურვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია