დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" მარგვალ მაგიდას გამართავს
ავტორი:
2014/ივლისი/10 10:00:02
"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" დღეს, სასტუმრო "შერატონ ბათუმში" მარგვალ მაგიდას გამართავს. დისკუსიის თემაა "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ ევროპული პოლიტიკის მაკოორდინირებელი სისტემების განხილვა და ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება".
ორგანიზატორების ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი გახსნის. მრგვალი მაგიდის თემატიკაა ევროპული ინტეგრაციის საკითხების შესახებ გამოცდილების გაზიარება ვიშეგრადის (პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსია) მაგალითზე.
ღონისძიება ორგანიზებულია ვიშეგრადის ფონდის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით. ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ღონისძიებაში ერთვება "ეროვნული ინტეგრაციის მხარდაჭერა საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინასნებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) მიერ და ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)-ის მიერ.
მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო უწყებებში ევროინტეგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი სტრუქტურების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია