დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ბიძინა ივანიშვილისადმი მადლობით დაასრულა
ავტორი:
2013/ნოემბერი/20 22:00:03
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ბიძინა ივანიშვილისადმი მადლობით დაიწყო, მისდამი მადლობით დაასრულა.
"ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის. დიდი მადლობა, რომ ის დიდი ნდობა, რომელიც ქართველმა ხალხმა თქვენ გამოგიცხადათ, გვანდეთ ჩვენ. ეს პირადად ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და დარწმუნებული ვარ, მთავრობის თითოეული წევრისთვის. მინდა ისიც გითხრათ გულით და არა გონებით, რომ თქვენ ყოველთვის იყავით ჩემთვის სამაგალითო და ყოველთვის დარჩებით სამაგალითოდ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ივანიშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან კოალიციის ერთობის შენარჩუნების პირობაც მისცა. "გპირდებით, რომ იმ მტკიცე ერთობას, რაც თქვენ შექმენით კოალიცია "ქართული ოცნების" სახით, ასეთივე სიმტკიცით შევინარჩუნებთ. ვპირდებით საქართველოს მოსახლეობას, რომ ერთგულად და ღირსეულად გავაგრძელებთ თქვენს მიერ დაწყებულ საქმეს და პირნათლად ვემსახურებით ჩვენს ხალხს და ქვეყანას. დიდი მადლობა!", – განაცხადა ღარიბაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1275
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია