დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჯონ ქერი - ედუარდ შევარდნაძე უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო
ავტორი:
2014/ივლისი/08 10:30:03
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი.
როგორც ჯონ ქერის განცხადებაშია აღნიშნული, 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირის საგარეო მინისტრობისას, ედუარდ შევარდნაძემ საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერ მიხეილ გორბაჩოვთან, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან და ყოფილ სახელმწიფო მდივან ჯორჯ შულცთან ერთად, წამყვანი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულებაში.
"ედუარდ შევარდნაძემ შეამცირა ბირთვული კონფრონტაციის რისკი შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებებისთვის ახალი სულის ჩადგმით. მან უარი თქვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, როდესაც მათ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები წამოიწყეს. ედუარდ შევარდნაძე თავად იყო საბჭოთა კავშირში რეფორმების მხარდამჭერი", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
ამასთან, ჯონ ქერის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ შეინარჩუნა პატარა ქვეყნის სუვერენიტეტი და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დააყენა. მისივე თქმით, ედუარდ შევარდნაძე უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გუშინ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია