დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე - საქართველოს სვლას ევროპასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ხელს არაფერი შეუშლის
ავტორი:
2014/აგვისტო/04 14:00:02
საქართველოს სვლას ევროპასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ხელს არაფერი შეუშლის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, თუ რამდენად უარყოფითდ შეიძლება აისახოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი პროცესი.
"დღეს გაიხსნა ამბასადორიალი, 4 დღის განმავლობაში ვისაუბრებთ საგარეო და საშინაო პოლიტიკის იმ ასპექტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის წარმატებისათვის. არაფერი საქართველოს სვლას ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ხელს არ შეუშლის", - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია