დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან შთამბეჭდავი ზრდა გვქონდა 2017 წელს, 260 მლნ დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
ავტორი:
2018/მარტი/14 11:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/kvirika_e1fd5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482879-giorgi-kvirikashvili-dzalian-shthambetcdavi-zrda-gvqonda-2017-tsels-260-mln-dolarith-gaizarda-pirdapiri-uckhouri-investiciebi.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან შთამბეჭდავი ზრდა გვქონდა 2017 წელს, 260 მლნ დოლარით გაიზარდა პირდაპირი ...", "datePublished": "2018-03-14 07:10:51", "dateModified": "2018-03-14 07:10:51", "description": "დამერწმუნეთ, რომ ის დინამიკა და ის ციფრები, რომელზეც ვსაუბრობთ, აუცილებლად ისახება თითოეული ჩვენი თა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/kvirika_e1fd5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დამერწმუნეთ, რომ ის დინამიკა და ის ციფრები, რომელზეც ვსაუბრობთ, აუცილებლად ისახება თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ყოფაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გავრცელებულ მონაცემებს.

„ძალიან შთამბეჭდავი ზრდა გვქონდა 2017 წელს. ეს გახლავთ 16.2%-იანი ზრდა, ანუ 260 მილიონი დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით. ძალიან ბევრ სექტორში დაფიქსირდა ზრდა. განსაკუთარებით მინდა აღვნიშნო, რომ 39%-იანი ზრდა არის ეკონომიკის რეალურ სექტორში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო პოზიტიურად აისახება წლევანდელ ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეინვესტირების მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ რეინვესტირების მაჩვენებლის თითქმის 130%-იანი ზრდა გვქონდა, „რაც არის მართლაც უპრეცენდენტო მაჩვენებელი“.

„ეს არის პირდაპირი შედეგი მოგების გადასახადის იმ რეფორმის, რომელიც 2017 წლის 1-ელ იანვარს დავიწყეთ ჩვენს ქვეყანაში. სწორედ მოგების გადასახადის გაუქმებამ და არა მხოლოდ რეინვესტირებული, არამედ გაუნაწილებელი მოგების გათავისუფლებამ მოგების გადასახადისგან მოგვიტანა ეს ძალიან სახარბიელო შედეგი რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდაში. ეს ტენდენცია აუცილებლად აისახება 2018 წლის ეკონომიკურ მაჩვევებლებზეც. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში. ქვეყანაში არის უამრავი გაჭირვებული ადამიანი, გვყავს ბევრი სოციალურად დაუცველი, მაგრამ ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თანდათანობით აუცილებლად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე. დამერწმუნეთ, რომ ის დინამიკა და ის ციფრები, რომელზეც ვსაუბრობთ აუცილებლად ისახება თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ყოფაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე გამოეხმარა მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადის რეფორმას.

„ჩვენ ასევე ვამზადებთ შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც განსაკუთარებულად იქნება ფოკუსირებული მცირე და საშუალო საწარმოებზე სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტების შექმნაზე. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ეტაპი კიდევ უფრო მეტად აისახება მცირე ბიზნესზე, მოსახლეობის იმ ფენაზე, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს და სადაც ყველაზე მეტად საჭირო სახელმწიფო რესურსის მიმართვა იმისთვის, რომ მეწარმეობა წავახალისოთ მცირე ბიზნესის სეგმენტში. მგონია, რომ ეს ნაბიჯები სერიოზულ შედეგს მოიტანს და დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წლის მაჩვენებლებიც ასეთივე პოზტიური იქნება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია