დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თენგიზ ფხალაძე საერთაშორისო და უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ექსპერტებს ხვდება
ავტორი:
2014/ივლისი/07 11:00:03
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძე საერთაშორისო და უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ექსპერტებს ხვდება.
როგორც თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს შეხვედრამდე განუცხადა, შეხვედრა იმართება კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან, სადაც საუბარი იქნება უსაფრთხოების გარემოზე, საგარეო პოლიტიკაზე და არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე.
"საინტერესოა, მათი ხედვა და ძალიან საინტერესოა ასევე ჩვენი ხედვების შეჯერება, რადგან რაც საგარეო მიმართულებით არის გასაკეთებელი, ამაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების, ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ჩართულობა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ამასთან, ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე აუცილებლად შეეხებიან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. მისი თქმით, ასევე განიხილება ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც არსებობს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე.
"საუბარი იქნება კონკრეტულ პრიორიტეტზე, რომელიც შეიძლება დაისახოს, რომ საგარეო პოლიტიკა იყოს წარმატებული და უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს მაქსიმალური და სწრაფი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია