დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ბარამიძე - ყველას მოეთხოვება პასუხი, პირველ რიგში კი ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ურცხვად მდიდრდება ქვეყნის გაღარიბების ფონზე
ავტორი:
2017/ოქტომბერი/02 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/baramidze_9369b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455387-giorgi-baramidze-yvelas-moethkhoveba-pasukhi-pirvel-rigshi-ki-bidzina-ivanishvils-romelic-urckhvad-mdidrdeba-qveynis-gagharibebis-fonze.html", "headline": "გიორგი ბარამიძე - ყველას მოეთხოვება პასუხი, პირველ რიგში კი ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ურცხვად მდიდრ...", "datePublished": "2017-10-02 12:08:14", "dateModified": "2017-10-02 12:08:14", "description": "ყველას მოეთხოვება პასუხი, ვინც დანაშაულს ჩადის და პირველ ყოვლისა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ურცხვად ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/baramidze_9369b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყველას მოეთხოვება პასუხი, ვინც დანაშაულს ჩადის და პირველ ყოვლისა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ურცხვად მდიდრდება ჩვენი ქვეყნის გაღარიბების ფონზე, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბარამიძემ პოლიციელებს მიმართა და მოუწოდა, მერიაში საკრებულოს დეპუტატებისთვის შესვლის ნება მიეცათ, რადგან მათ ამის უფლება აქვთ.
”მინდა მივმართო მერიის ხელმძღვანელობას, რაც ახლა ხდება საკრებულოსა და მერიაში, არის აბსოლუტურად კანონიერი და ის ბრძანება, რა ბრძანებასაც თქვენ გასრულებინებენ, რომ ეს ხალხი არ შეუშვათ მერიაში, არის აბსოლუტურად უკანონო ბრძანება. მივმართავ თქვენს ხელმძღვანელობას, დამონებულ ხალხს, რომელიც ამ შენობაში მუშაობს და მათ ხელმძღვანელს, მონური აზროვნების ქალაქის მერს, მივმართავ პრემიერ-მინისტრს და ბიძინა ივანიშვილს, ეს უკანონობა და უსამართლობა არის დროებითი. გაივლის დრო და თქვენ ყველას მოგეთხოვებათ პასუხი, ვინც დანაშაულს ჩადიხართ, რა თქმა უნდა ხელმძღვანელებზე ვლაპარაკობ და პირველ ყოვლისა ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ურცხვად მდიდრდება ჩვენი ქვეყნის გაღარიბების ფონზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა და ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა. დღეს ყველა ერთად ვაპროტესტებთ იმას, რომ ივანიშვილმა ერთ ლარად არ მიითვისოს ქონება. ეს პროტესტი არის სამართლიანი და უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი მოთხოვნა ხალხის მოთხოვნაა. ჩვენ გამოვხატავთ ქართული საზოგადოების პროტესტს”, - განაცხადა ბარამიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 712
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია