დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - თუ ხელი წაუცდებათ ექსტრადირებაზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე უკრაინაში
ავტორი:
2017/დეკემბერი/11 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/saakashvili2_7600b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468070-mikheil-saakashvili-thu-kheli-tsaucdebath-eqstradirebaze-saqarthveloshi-ufro-stsrafad-movayomarebth-saqmes-vidre-ukrainashi.html", "headline": "მიხეილ სააკაშვილი - თუ ხელი წაუცდებათ ექსტრადირებაზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს,...", "datePublished": "2017-12-11 18:40:09", "dateModified": "2017-12-11 18:40:09", "description": "თუ ხელი წაუცდებათ ექსტრადირებაზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე უკრაინაში, - ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/saakashvili2_7600b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ ხელი წაუცდებათ ექსტრადირებაზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ისიც, რომ ის, ვინც მის ექსტრადირებას ეცდება, ხალხმა პირიქით მათ მოუწყონ ექსტრადირება რუსეთში.

”ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ხალხმა სტაცოს ხელი და ის ვინც ჩემს ექსტრადირებას ეცდება, გადააგზავნონ მოძმე რუსეთში ან მონღოლეთში. თუ ხელი წაუცდათ, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე აქ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

პროცესს თავად ბრალდებული სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა ის განსასჯელთა საკანში არ მოუთავსებიათ და ადვოკატების გვერდით დასვეს.

აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შუამდგლომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. დღევანდელ პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის იულია ტიმოშენკო.

მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ბოლო სამი დღის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული.



თემა: მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიევში
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია