დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი ბაქოში გაემგზავრა
ავტორი:
2014/ივლისი/07 09:30:02
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ბაქოში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის დედაქალაქში 8 ივლისამდე გაგრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პირისპირ და შემდგომ გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოგთაი ასადოვთან. ბაქოში ვიზიტისას ქართველი დეპუტაცია უმაღლეს დონეზე შეხვედრებს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ არტურ რაში-ზადასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამმადიაროვთან გამართავს. შეხვედრების დროს მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავს გვირგვინით შეამკობს. ასევე მოინახულებს სახელმწიფო დროშის კომპლექსს და "წამებულთა ხეივანს". ვიზიტის ბოლო დღეს საპარლამენტო დელეგაცია ჰეიდარ ალიევის ცენტრს დაათვალიერებს.
აზერბაიჯანის დედაქალაქს ოფიციალური ვიზიტით პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტის წევრები: ზვიად ძიძიგური, თედო ჯაფარიძე, ზურაბ ტყემალაძე, გუბაზ სანიკიძე, მახირ დარზიევი, ალი მამედოვი და კახაბერ ოქრიაშვილი ეწვევიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1001
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია