დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება
ავტორი:
2014/იანვარი/18 13:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარეობს.
როგორც ჟუნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიზემ განუცხადა, შეხვედრაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.
"როგორც მოგეხსენებათ, პრემიერთან შეხვედრამ უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო და თვეში ერთხელ იმართება. შეხვედრებზე იმ პერიოდისთვის არსებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებს განვიხილავთ, რათა ერთობლივად გავიაროთ. ამ წელს პირველად ვიკრიბებით და ორი საკითხი შემიძლია გითხრათ, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ - ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი და საარჩევნო კოდესი, რომელზეც ახლა ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები მიმდინარეობს", - განაცხადა საგანელიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, უმრავლესობის წევრებს პრემიერთან ალბათ შეკითხვები ექნებათ მთავარ პროკურორთან დაკავშირებით, თუმცა პროკურორის არც შერჩევა და არც არც დანიშვნაში მონაწილეობა პარლამენტის პრეროგატივა არ არის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია