დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ამერიკელმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი
ავტორი:
2014/ივლისი/04 11:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც პრემიერის მილოცვაშია ნათქვამი, ამერიკელმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი.
"ვულოცავ ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს. ამერიკელმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი. ეს ის ღირებულებებია, რომლებმაც თქვენი ქვეყანა ყველასათვის მიმზიდველი გახადა. თქვენ მუდამ იცავთ ამ ღირებულებებს და მათ სხვა ერებსაც უზიარებთ.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი მოკავშირე და უახლოესი პარტნიორია, რადგან ჩვენი ქვეყნების მეგობრობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება.
ჩვენ ვაფასებთ ამერიკის მიერ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს და მადლობას გიხდით საქართველოს ისტორიის ურთულეს მომენტებში გაწეული დახმარებისთვის. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში, ისე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს სახით თქვენ გყავთ საიმედო და ერთგული პარტნიორი. მჯერა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1077
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია