დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ბერაია ამერიკელ კოგრესმენებს სტივ ვომაკს და დანქინ ჰანტერს შეხვდა
ავტორი:
2017/სექტემბერი/08 15:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-08 11:02:15", "headline" : "ირაკლი ბერაია ამერიკელ კოგრესმენებს სტივ ვომაკს და დანქინ ჰანტერს შეხვდა", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/9df59a0275d5c0b986af9c3e0be11b1e.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ირაკლი ბერაია ამერიკელ კოგრესმენებს სტივ ვომაკს და დანქინ ჰანტერს შეხვდა" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451216-irakli-beraia-amerikel-kogresmenebs-stiv-vomaks-da-danqin-hanters-shekhvda.html", "headline": "ირაკლი ბერაია ამერიკელ კოგრესმენებს სტივ ვომაკს და დანქინ ჰანტერს შეხვდა", "datePublished": "2017-09-08 11:02:15", "dateModified": "2017-09-08 11:02:15", "description": "ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია კონგრესმენებს ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/9df59a0275d5c0b986af9c3e0be11b1e.jpg", "height": 470, "width": 246 } } ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია კონგრესმენებს სტივ ვომაკს და დანქინ ჰანტერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

ირაკლი ბერაიამ ხაზი გაუსვა აშშ-ის განსაკუთებულ როლს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიული ქმედებებისა და რეგიონში არსებული ვითარების ფონზე. ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიოტიტეტს წარმოადგენს. საქართველოს გააჩნია ალიანსში გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, ქვეყანა წარმატებით ასრულებს ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატში გათვალისწინებულ ყველა ამოცანას.

თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით. ეს ყველაფერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის, საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯოსებისა და ნატო-სთან თავსებადობის ზრდის გზით, პირველ ყოვლისა საფრთხეების ეფექტიანი შეკავებისკენაა მიმართული.

აუცილებელია, გაძლიერდეს ზეწოლა ოკუპანტ სახელმწიფოზე, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ხელი არ შეუშალოს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ და კონგესმენებს საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია