დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სეიშელის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებას ულოცავს
ავტორი:
2013/ნოემბერი/06 21:00:02
სეიშელის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ჯეიმს ა მიჩელი, გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩვნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურიდან აცნობეს.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა სეიშელის მთავრობისა და ხალხის სახელით გადმოგცეთ გულითადი და გულწრფელი მილოცვა საქართველოს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. აღნიშნული გამარჯვება გულისხმობს ქართველი ხალხის მიერ თქვენი მმართველობისადმი გამოცხადებულ ნდობას. იმედი მაქვს, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში ნაყოფიერად გაძლიერდება ის მეგობრული ურთიერთობები, რომელსაც ჩვენი ორი ქვეყანა იზიარებს.
აგრეთვე, ვსარგებლობ შესაძლებლობით და გისურვებთ წარმატებას თქვენს სამომავლო საქმიანობაში.
თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას და გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას",-ნათქვამია სეიშელის პრეზიდენტის მისალოც წერილში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1316
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია