დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - სასიხარულოა, რომ ქართველებსაც შეგვიძლია სხვა თავისუფალ ხალხთან ერთად ვიზეიმოთ ჩვენი თავისუფლება
ავტორი:
2014/ივლისი/02 21:30:02
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ძალიან სასიამოვნო მოვლენაა წელიწადში ერთხელ, ივლისის დასაწყისში, როდესაც ამერიკელ მეგობრებს ულოცავენ დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის საელჩოში გამართულ საზეიმო მიღებაზე განუცხადა.
"სასიხარულოა რომ ჩვენ, ქართველებსაც შეგვიძლია სხვა თავისფალ ხალხებთან ერთად ვიზეიმოთ ჩვენი თავისუფლება. განსაკუთრებით ბრიუსელში, ბოლო დღეებში მომხდარი ფაქტის ფონზე, როდესაც საქართველო ევროპასთან ასოცირებული გახდა და ევროპა საქართველოსთან ასოცირებული გახდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების განმტკიცებისთვის", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამ დღეს ულოცავს ყველას, ამერიკელებსაც და ქართველებსაც.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1080
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია