დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სტანდარტი, რომ ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რჩება
ავტორი:
2018/მაისი/28 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/beselia_e9228.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495594-eka-beselia-moqalaqeobis-minitcebasthan-dakavshirebith-konstituciuri-standarti-rom-es-aris-prezidentis-eqskluziuri-uflebamosileba-rcheba.html", "headline": "ეკა ბესელია - მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სტანდარტი, რომ ეს არის პრეზიდენტი...", "datePublished": "2018-05-28 12:54:13", "dateModified": "2018-05-28 12:54:13", "description": "მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სტანდარტი, რომ ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/beselia_e9228.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სტანდარტი, რომ ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რჩება, მაგრამ ყველა ის ხარვეზი, რომელიც პრაქტიკში გამოჩნდა, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით გააზრებული და გათვალისწინებულია, - ასე ხსნის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებასა და კომპეტენციას ეხება.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კანონში შესატან ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად, იუსტიციის სამინისტრომ იმუშავა, უწყებას ჰქონდა შეთავაზებები, რაც პროექტში აისახა. დეპუტატის თქმით, კანონპროექტის მომზადების პროცესში გათვალისწინებული იყო პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემები, რაც მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტის დროს და შესაბამისი კომისიის მანდატის თვალსაზრისით გამოჩნდა.

“კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქისთვის ორმაგი მოქალაქეობის ქონა დაუშვებელი იყო. ახალი კონსტიტუციით შესაბამისი ჩანაწერი გაუქმდა და კონსტიტუციამ მიმართება ორგანულ კანონზე გააკეთა. წარმოდგენილი ცვლილებებით ჩვენ იმ პირობებს ვადგენთ, რა შემთხვევაშიც პირს შეიძლება ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს. თუკი პირი სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდება, ის ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობას არ დაკარგავს. ასევე, პირს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო დაკარგა, შეეძლება მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, რისთვისაც მან შესაბამისი პროცედურები უნდა გაიაროს. ცვლილებებით ჩვენ შემოგვაქვს შესაძლებლომა იმისა, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებს, რომლებმაც ქვეყანა წლების წინ დატოვეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და სხვა უმცირესობობს ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. პროცედურულად იცვლება კომისიის დაკომპლექტების წესი. მოქალაქეობის საკითხი, რომელიც არის კონსტიტუციური უფლება, იმავდროულად არის ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი და ცვლილებები, რომელიც მომზადდა, გაანალიზებულია ზოგადი უსაფრთხოების კონტექსტში. ამიტომ ერთგვარი ფილტრი, რომელიც მოქალაქეობის მინიჭებამდე პირმა უნდა გაიაროს, ეს არის კომისია, რომელიც პარიტეტულად დაკომპლექტდება. კომისიაში ორ-ორი წევრის მეშვეობით პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მონაწილეობს. კომისია შეისწავლის და პრეზიდენტს მისცემს რეკომენდაციას პირის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი იღებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილება, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხება, არ საჩივრდება სასამართლოში. მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სტანდარტი, რომ ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რჩება, მაგრამ ყველა ის ხარვეზი, რომელიც პრაქტიკაში გამოჩნდა, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით გააზრებული და გათვალისწინებულია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

“მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია