დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი - უგულავას ქმედებებს მართლმსაჯულებამ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს
ავტორი:
2014/ივნისი/30 21:30:02
უგულავას ქმედებებს საზოგადოებამ და მართლმსაჯულებამ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
როგორც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გიგი გულავას მიცემასთან დაკავშირებით დეპუტატმა აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" ერთხელაც არ აუღია პასუხისმგებლობა იმ უმსგავსო მმართველობის გამო, რასაც ადგილი ჰქონდა 9 წლის განმავლობაში და მათი ლიდერებისადმი წაყენებულ ყველა ბრალდებაზე პასუხი იყო წუწუნი, ვითომდა პოლიტიკური დევნის თაობაზე.
"არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ შემოდის შინაარსობრივ დისკუსიასა და დებატებში. მათი ერთადერთი უსუსური მცდელობაა, ამ მძიმე ბრალდებებს პასუხი გასცენ მხოლოდ პოლიტიკურ დევნაზე სპეკულირებით. ეჭვი არავის ეპარებოდა თბილისში, რომ გიგი უგულავა ბიუჯეტის ხარჯზე ერთის მხრივ პოლიტიკურ ინტერესებს იკმაყოფილებდა, მეორეს მხრივ კი იმაგრებდა საკუთარ ბიზნესინტერესებს. ამის ერთი მაგალითია 50 მილიონამდე თბილისის ბიუჯეტის დახარჯვა საკუთარი პოლიტიკური აქტივის დაფინანსებისა და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და მეორე - კაბალური ხელშეკრულებით თბილისელების ხარჯზე უკანონობის ჩადენა და საეჭვო ბიზნესინტერესების დაკმაყოფილება", - განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, მართლმსაჯულებას გაექცნენ კეზერაშვილი, ადეიშვილი, ქარდავა, თოფურიძე, ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელთაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იმდენად ღიად ჰქონდათ დანაშაული ჩადენილი, ვერანაირად შეძლებდნენ თავის მართლებას. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სააკაშვილი არ დაელოდა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, დატოვა ქვეყანა და დღეს ეშინია, რომ კითხვებს უპასუხოს.
"არ მაქვს საფუძველი არ ვიფიქრო, რომ მერის არჩევნების დასრულებასთან ერთად გიგი უგულავა არ დატოვებდა ქვეყანას. მაშინ, როდესაც სხვა ყოფილი ჩინოვნიკები გარბოდნენ, ახალი ხელისუფლების მმართველობა არ იყო ძალაში შესული, დღეს კი შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წინა ხელისუფლება იქნება თუ მოქმედი, ნებისმიერი პირი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, აუცილებლად პასუხს აგებს. არც ერთი დანაშაული გაუხსნელი არ დარჩება. მესმის საზოგადოების მხრიდან კრიტიკა, რომ ყველა დანაშაული მალე იყოს გამოძიებული, მაგრამ ვცხოვრობთ რა მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში, ჩვენი ხელისუფლება მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს მყარ მტკიცებულებებს და მათ ერთობლიობას. ვფიქრობ, უგულავას წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი ემყარება სერიოზულ მტკიცებულებებს. შეიძლება ითქვას, რომ ზედაპირზეც კარგად ჩანს უკანონობის ფაქტები და იმედი მაქვს, სასამართლო დამოუკიდებელ რეჟიმში, ძველი კუდების გარეშე იმსჯელებს და გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას. უგულავას დღეს წამოსცდა, ჩემი დაჭერით ნარმანიას ქულების დაწერა სურსო. ამით მან ფაქტობრივად აღიარა, რომ ის მიუღებელია თბილისელებისთვის, მისი დაჭერით თბილისი გაიხარებს და მისი პოლიტიკური ძალის ოპონენტს მისცემს ხმას. არ ვიცი, როგორ შეიძლება გაგვიხარდეს ადამიანის დაჭერა, მაგრამ იმას, რომ უგულავა თბილისელების ხარჯზე იკმაყოფილებდა საკუთარ მოთხოვნილებებს, ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებამ პოლიტიკურ ნაწილში - არჩევნებში, ხოლო მართლმსაჯულებამ - დანაშაულის ნაწილში", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი გულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გიგი უგულავას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. როგორც უწყებაში განმარტავენ, უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით გაფლანგა სახელმწიფო კუთვნილი 1 086 718 ლარი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 862
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია