დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დეპუტატი ნატო ჩხეიძე - მედიის საშუალებით შანტაჟის მცდელობა აბსოლუტურად გამორიცხულია
ავტორი:
2018/თებერვალი/21 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/chxeidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479426-deputati-nato-chkheidze-mediis-sashualebith-shantazhis-mcdeloba-absoluturad-gamorickhulia.html", "headline": "დეპუტატი ნატო ჩხეიძე - მედიის საშუალებით შანტაჟის მცდელობა აბსოლუტურად გამორიცხულია", "datePublished": "2018-02-21 10:07:48", "dateModified": "2018-02-21 10:07:48", "description": "პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტების“ წევრი ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და გან...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/chxeidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტების“ წევრი ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მედიის საშუალებით შანტაჟის რაიმე მცდელობა აბსოლუტურად გამორიცხულია.

მისივე თქმით, ტელეკომპანია „იბერია“ დამოუკიდებელი და თავისუფალი ტელეკომპანიაა, რომელიც დღის მოვლენებს ფაქტებზე დაყრდნობით აშუქებს.
„ომეგა“ ჯგუფში ბევრი კომპანია შედის. „ომეგა“ ოც წელზე მეტია წარმატებული კომპანიაა და მის მიერ უამრავი ადამიანია დასაქმებული. „ომეგა“ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთი სექტორი ფაბრიკაა, რომელიც ახლა გარკვეული მიზეზების გამო დაზარალებული არის. ეს მიზეზები არალეგალური მოქმედებებია, საქმის კურსში არიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, მთავრობა და სასამართლოც. საკითხის შესახებ დავა სასამართლოში მიმდინარეობს. ალბათ, ყველანაირი არალეგალური მოქმედებები აღიკვეთება, რადგან ყველა ამისთვის არის მოწოდებული“, - განაცხადა ჩხეიძემ.

მისივე თქმით, „ომეგას“ მიმართ შეტევას ვერ დაარქმევს იმას, რაც ახლა ხდება.

„შანტაჟი ყველას მხრიდან დაუშვებელია. „იბერია“ და სხვა ტელეკომპანიები დამოუკიდებლები არიან და ისინი არანაირად არ არიან პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზემოქმედებისთვის გამოყენებული. მედიის საშუალებით შანტაჟის რაიმე მცდელობა აბსოლუტურად გამორიცხულია, მედიას თავისი საქმე აქვს, მთავრობას თავისი და პარლამენტს - თავისი. თუ ყველა თავის საქმეს კარგად გააკეთებს, ეს მხოლოდ ჩვენს მომავალს წაადგება“, - განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, ტელეკომპანიზე შეტევა 2004 წელს განხორციელდა და დღევანდელი ვითარება 2004 წლის ამბებისგან ძალიან განსხვავებულია.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ მედიასაშუალებებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას „სრულ აბსურდს“ უწოდებს.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან მედიასაშუალებებზე ზეწოლა გამორიცხულია, ისევე როგორც, გამორიცხულია საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 505
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია