დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"მრავალეროვანი საქართველო" - განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მცირედი ხარვეზებით წარიმართა
ავტორი:
2014/ივნისი/30 09:30:02
"მრავალეროვანი საქართველოს" შეფასებით, განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში, თუმცა მცირედი ხარვეზებით წარიმართა.
"მრავალეროვანმა საქართველომ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის მონიტორინგი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში განახორციელა, კერძოდ, №22 მარნეულის ოლქის 25-ე, 57-ე და №40 ახალქალაქის ოლქის №1 საარჩევნო უბნებზე.
"29 ივნისის 07:00 საათიდან 19:30 საათმდე არსებული მონაცემებით, "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში, თუმცა მცირედი ხარვეზებით ხორციელდებოდა. თითოეული მათგანი ორგანიზაციის დამკვირვებლების შენიშვნის საფუძველზე, ადგილზევე აღმოიფხვრა", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
№40 ახალქალაქის ოლქის №1 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება "მრავალეროვანი საქართველოს" მიერ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სარჩელის საფუძველზე, რომელიც ამავე სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1061
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია